ხელშეკრულებით განსაზღვრულზე დაბალი სიჩქარით ინტერნეტის მომსახურების მიწოდება ყოველთვის არაა დაკავშირებული ოპერატორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობასთან. მიზეზები შესაძლოა მდგომარეობდეს შემდეგში: შიდა სპილენძის გაყვანილობის ხარისხი - როდესაც სატელეფონო საუბრისას არის ხმის ხარვეზები და შრიალი, სავარაუდოა რომ პრობლემები შიდა გაყვანილობის გაუმართაობით ან კაბელის სიძველითაა განპირობებული. სასურველია, რომ შიდა გაყვანილობა შემოწმდეს და უხარისხო სადენი შეიცვალოს; მარშუტიზატორის ხარისხი -სასურველია მოახდინოთ ახალი ტიპის მოწყობილობის შეძენა, რადგან სიჩქარის პრობლემა შესაძლოა დამოკიდებული იყოს მარშუტიზატორის სიძველზე ან/და მის გამართულობაზე; პრობლემური დროის მონაკვეთი - დღის პიკურ მონაკვეთებში, როდესაც მაქსიმალურია ინტერენტზე მოთხოვნა და დიდია აბონენტების შეღწევის კონცენტრაცია ქსელში (18 საათიდან 22 საათამდე), შესაძლოა ინტერნეტთან წვდომის სიჩქარე არ იყოს ოპტიმალური, პროვაიდერის მირ მოწოდებული სიჩქარის შემოწმებისათვის სასურველია შეირჩეს ნაკლებად დატვირთული დროის პერიოდი; პარალელურად მომუშავე პროგრამები - სხვადასხვა ამოცანები, რომლის გადაჭრაზეც მუშაობს თქვენი კომპიუტერი, შესაძლოა იძლეოდეს ცდომილებას სიჩქარის შემოწმებისას, მაგალთად პარალელურად ელექტრონული ფოსტის მიღება, ფილმის გადმოწერა, ოპერაციული და ანტივირუსული პროგრამების განახლება. აღნიშნული პროგრამების მუშაობისას, ინტერნეტთან წვდომის სიჩქარის შემოწმება აჩვენებს არასწორ მონაცემს და ბევრად ნაკლებ სიჩქარეს ვიდრე რეალურად მოგეწოდებათ. მაქსიმალური სიჩქარის მისაღებად, გადმოტვირთვის დაწყებამდე, უნდა დაიხურის ყველა პროგრამა, რომელიც მოიხმარს ინტერნეტს. მუშაობა ასევე შესაძლოა დააბრკოლოს პარალელურად ერთდროულად გახსნილმა ბევრმა ვებ გვერდმაც, რომელიც ტვირთავს კომპიუტერის ოპერატიულ მეხსიერებას. რამოდენიმე კომპიუტერი - ხშირია შემთხვევები, როდესაც ქსელთან ერთდროულად მიერთებულია რამოდენიმე კომპიუტერი ან სხვა მოწყობილობა (მაგ: სათამაშო კონსოლი, სატელევიზიო მოწყობილობა, მობილური ტელეფონი), რომელიც ინტერნეტთანაა დაკავშირებული. ასეთი სქემის არსებობისას, ინტერნეტთან წვდომის სიჩქარე უნდა შემოწმდეს მხოლოდ ერთი კომპიუტერუდან, როდესაც სხვა ტერმინალები გამორთულია. შემაერთებელი სადენის სიგრძე და ხარისხი- DSL ფართოზოლოვანი მომსახურების სიჩქარე შესაძლო განსხვავებული იყოს კონკრეტული პაკეტის ფარგლებში. მისი სიჩქარე დამოკიდებულია დამაკავშირებელი კაბელის სიგრძეზე. მომსახურების პაკეტი შესაძლოა სტანდარტულად ითვალისწინებდეს მაგალითისათვის 2მბტ/წმ სიჩქარით წვდომას ინტერნეტთან, თუმცა სატელეფონო სადენის სიგრძის გამო შესაძლოა ამ სიჩქარის მიღწევა შეუძლებელი იყოს კონკრეტული პარამეტრების მიხედვით. აბონენტის კაბელის დამაგრძელებლები, თითოეული დამატებითი შეერთება და გადაბმა აუარესებს შეერთების ხარისხს, რომ არაფერი ვთქვათ სახლის კარადიდან სატელეფონო სადგურამდე შემაერთებელი მთავარი კაბელის ცუდ ხარისხზე. მიზანშეწონილია შიდა გაყვანილობისთვის გამოიყენოთ სპილენძის გრეხილი წყვილი ე.წ. „ეზერნეტის“ კატეგორიის ხარისხიანი საქსელო კაბელი, რომელიც ოპტიმალურია ფართოზოლოვანი ქსელისათვის, ხოლო DSL მოდემი განათავსოთ მაქსიმალურად ახლოს სატელეფონო როზეტთან. თუ უალტერნატივოა დამაგრძელებელის გამოყენება, სპეციალური დამაგრძელებელი კაბელის მონტაჟისას, უნდა შეირჩეს მაქსიმალურად მოკლე სიგრძის კაბელი. ანტივირუსული პროგრამები და კომპიუტერული ვირუსები - აუცილებელია მუდმივად განახლებული და თანამედროვე ანტივირუსული პროგრამის არსებობა, რადგან სხვადასხვა ვირუსული პროგრამები ჩვენგან შეუმჩნევლად ანელებენ ინტერნეტის სიჩქარეს. ისეთი ვირუსები როგორიცაა ე.წ. „ტროიანები“ და „ჭიები“, როგორც წესი მუდმივად „აგზავნიან“ მონაცმემებს ინტერნეტში, ახდენენ პერსონალური ინფორმაციის გასხვისებას, ვრცელდებიან სხვა მომხმარებლებთან თქვენი სახელით ელექტრონული წერილების და მოკლე შეტყობინებების გაგზავნის გზით და ამით იწვევენ ფართზლოვანი ინტერნეტის არხის გადატვირთვას. დარწმუნდით, რომ ანტივირუსული პროგრამა გამართულად მუშაობს. უსადენო ქსელის დაცვა პაროლით - თუ თქვენი სახლის მარშუტიზატორი მუშაობს უსადენოდ, აუცილებელია მისი დაცვა მესამე პირების უნებართვო შეღწევისაგან, რაშიც დაგეხმარებათ შესაბამისი სპეციალისტი. თუმცა მარშრუტიზატორის კონფიგურაცია არც თუ ისე რთულია სახლის პირობებშიც, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის შესაბამის სპეციალისტთან სატელეფონო კონსულტაციის საფუძველზე. ბალანსის ამოწურვა - დარწმუნდით, ხომ არ გადააჭარბეთ გადმოსატვირთი ინფორმაციის ზედა ზღვარს (თუ ეს პირობა თქვენი მომსახურების პაკეტშია განსაზღვრული). დარწმუნდით ხომ არ გადააჭარბეთ თქვენს ლიმიტს და ოპერატორის მიერ ხომ არ მოხდა დაშვების შეზღუდვა. შესაძლოა სიჩქარის შეზღუდვა წარმოადგენდეს სახელშეკრულებო სანქციის სახეს, დავალიანების გადაუხდელობის გამო. შეცვალეთ მარშუტიზატორი - ინტერნეტის სიჩქარი პრობლემები შესაძლოა განპირობებული იყოს მარშუტიზატორის სიძველით ან დაბალი ხარისხით. ახალი მარშუტიზატორი (რომლის პარამეტრების სასურველია მომსახურების პროვიადერთან გადაამოწმოთ) გარანტირებულ და ხარისხიან ინტერნეტ შეღწევას უნდა უზრუნველყოფდეს. თანამდეროვე ე.წ. N სტანდარტზე მომუშავე უსადენო კავშირის მარშუტიზატორები მეტადაა დაცული გარე ზემოქმედებებით გამოწვეული ხელშეშლებისაგან და გადაცემის სიჩქარეც ბევრად უკეთესია. შეამოწმეთ ელექტროხელშეშლები - ელექტრომოწყობილოებები წარმოადგენს ხელშეშლის ერთ-ერთ წყაროს, განსაკუთრებით ისეთი ელექტრომოწყობილობები, როგორიცაა სარეცხის მანქანა, მაცივარი, სამზარეულოს მოწყობილობები და ა.შ. მათი ზემოქმედების გამოსარიცხად სასურველია სიჩქარის შემოწმება მოხდეს მათი გათიშვის შემდგომ. სახლის შიდა გაყვანილობის მონტაჟისას, რეკომენდირებულია, რომ ქსელის კაბელი დაშორებული იყოს ელექტროკვების კაბელიდან. უსადენო ფართოზოლოვანი ქსელის პრობლემები - შენობის შიდა გაყვანილობებისათვის, უსადენო მარშუტიზატორებს შორის კავშირისათვის სასურველია გამოიყენოთ სადენიები, რადგან შიდა უსადენო კავშირი შესაძლოა გაუარესდეს თუნდაც შენობის კონსტრუქციის (მაგ: კედლები სისქე და შემადგენლობა) გამო. ხელშეშლები ასევე შესაძლოა განპირობებული იყოს სხვადასხვა მოწყობილობების ზემოქმედებითაც. შეერთებისათვის უნდა გამოყენებულ იქნას ე.წ. „ქსელის“ სპილენძის კაბელი. თუ თქვენ უკმაყოფილო ხართ უსადენო ქსელის ინტერნეტის ხარისხით, დროებით სცადეთ უსადენო მოწყობილობების ქსელის კაბელით შეერთება, რის შემდეგაც შეამოწმოთ ჩამოტვირთვის სიჩქარე. თუ მონაცემებში არსებითი განსხვავებაა, სასურველია იზრუნოთ უსადენო მოწყობილობის გადაიარაღებაზე. შესაძლოა ასევე დაგჭირდეთ რადიო სიგნალის გამაფართოებელი მოწყობილობები, რომელიც გამოიყენება სუსტი სიგნალის გასაძლიერებლად.