• მობილური მომსახურება
    დღეისთვის საქართველოში ოპერირებს 4 მობილური ოპერატორი; მობილური აბონ­ენტების რაოდენობამ 2024 წლის მეოთხე კვარტალში 6.1 მლნ აბონენტი შეადგინა. 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 3%-ით შემცირდა , მობილური აბონენტების სიმკვრივემ კი 165% შეადგინა.
  • ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება
    საქართველოში ფიქსირებული სატელეფონო კომუნიკაციების აბონ­ენტების რაოდენობამ 2024 წლის მეოთხე კვარტალში 258 ათასი აბონენტი შეადგინა. 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 7%-ით შემცირდა. ფიქსირებული სატელეფონო კომუნიკაციების აბონენტების 66% ქ. თბილისზე მოდის..
  • მაუწყებლობის ტრანზიტი
    2024 წლის დეკემბერში სულ 777 ათასი აბონენტი დაფიქსირდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია
  • ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურება
    საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 2024 წლის მეოთხე კვარტალში, 1 165 ათასი აბონენტი შეადგინა. 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 4%-ით გაიზარდა.