მობილური ფართოზოლოვანი მომსახურება

კატეგორია: მობილური • გამოქვეყნებულია: 19 სექ 2014

როგორ მუშაობს მობილური ფართოზოლოვანი ინტერნეტი?
მობილური ფართოზოლოვანი მომსახურების მომხმარებლები ინტერნეტთან დასაკავშირებლად იყენებენ მობილურ ტელეფონებს. კომპიუტერით ინტერნეტთან დასაკავშირებლად, ასევე შესაძლოა გამოიყენით სპეციალური, სიმ ბარათით აღჭურვილი დამატებითი მოწყობილობა, რომელიც არ მოითხოვს მობილური ტელეფონის ფიზიკური მიერთებას თქვენს კომპიუტერთან. როგორც წესი, მომსახურების საფასური განისაზღვრება გადმოტვირთული ინფორმაციის მოცულობის მიხედვით, თუმცა, საქართველოს მობილური ინტერნეტ მომსახურების ბაზარზე წარმოდგენილია განსხვავებული მომსახურების პაკეტებიც. მომსახურების ფასი როდესაც მობილური ფართოზოლოვანი ინტერნეტის გადასახადი დამოკიდებულია გადმოტვირთული ინფორმაციის (მეგაბაიტების) მოცულობაზე, ჩვეულებრი ვებ გვერდების დათვალიერებისათვის საკმარისი მომსახურების პაკეტის საფასური დიდად არ განსხვავდება სადენინი მომსახურების პაკეტის ფასისგან. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი იწყებს მულტიმედიური სერვისებით სარგებლობას, ინტერნეტში ვიდეოს ყურებას, ონლაინ თამაშს ან დიდი ზომის ფაილების გადმოწერას, მომსახურების საფასურმა შეიძლება საგრძნობლად გადააჭარბოს სადენინი მომსახურების საფასურს.

როგორ ხდება ინსტალაცია?
მობილური ფართოზოლოვანი მომსახურების ინსტალაციის წესი (რომელიც რიგ შემთხვევაში ხორციელდება მომხმარებლის მიერ, პროვაიდერის მიერ გადმოცემული პროგრამით), ხშირ შემთხვევაში განმარტებულია პროვაიდერის ვებ გვერდზე. მომსახურების ინსტალაცია შესაძლოა განხორციელდეს სატელეფონო დახმარების საფუძველზეც.

როგორია მობილური ფართოზოლოვანი ქსელის დაფარვის ზონა?
ტექნიკურად მობილური ფართოზოლოვანი კავშირის უნდა მუშაობდეს იქ, სადაც „იჭერს“ თქვენი მობილური ტელეფონის სიგნალი, თუმცა შეპირებული სიჩქარის შეერთება შესაძლოა არ იყოს უზრუნველყოფილი დაფარვის სიგნალის სისუსტის და ცუდი გავრცელების გამო. ქალაქში აღნიშნული პრობლემა, როგორც წესი, არ არსებობს და ჩამოტვირთვის სიჩქარე, შეპირებულს შეესაბამება. სხვა გეოგრაფიულ ზონებში პროვაიდერის არჩევისას უნდა გადაამოწმოთ მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების დაფარვის ზონები ტექნოლოგიების მიხედვით (მაგ: 3G გავრცელების არეალი). მობილური ფართოზოლოვანი მომსახურების ძირითადი დადებითი და უარყოფითი მხარეები: - პროვაიდერთან არ ხართ დაკავშირებული სადენით, ისევე როგორც მობილური ტელეფონიის შემთხვევაში, თქვენი კავშირი არ არის შეზღუდული სადენიანი ქსელის გავრცელებით. რიგ შემთხვევებში, რომ არ მივაქციოთ ყურადღება ფასს, მომსახურების სიჩქარე საკამოდ კარგია, თუმცა კავშირის სტაბილურობა ქსელის დატვირთვის მიხედვით, სადენიან ფართოზოლოვან ინტერნეტთან შედარებით, დაბალია.

რა არის მობილური ფართოზოლოვანი კავშირის მთავარი პრიორიტეტები?
მომსახურების მიღების ადგილის შეუზღუდაობა - მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მიუხედავად ადგილსამყოფელისა, ჰქონდთ მუდმივი კავშირი ინტერნეტთან და შეუზღუდავად გაცვალონ ინფორმაცია, თუ ამ არეალს ფარავს მობილური პროვაიდერის ქსელი. მარტივი საინსტალაციო და მცირე სასტარტო პერიოდი - როგორც წესი, მომსახურების მიღება რამოდენიმე საათშიც შეიძლება დაიწყოს ოპერატორისათვის მიმართვიდან.

ვებ-გვერდი: analytics.comcom.ge

კატეგორიები