VoIP გზამკვლევი

კატეგორია: ინტერნეტი • გამოქვეყნებულია: 16 აპრ 2014

რა არის VoIP?

VoIP ინტერნეტის საშუალებით ხმოვანი პაკეტების (მათ შორის ფაქსიმილიების და მულტიმედიური შეტყობინებების) გადაცემის ტექნოლოგიაა. VoIP საშუალებას გვაძლევს სატელეფონო საუბრები განვახორციელოთ ინტერნეტის გამოყენებით. ამ ტექნოლოგიას „ინტერენტტელეფონიასაც“ ეძახიან.

რატომ უნდა გამოვიყენოთ VoIP?

მოხმარებლების მიერ ამ მომსახურების შერჩევის მთავარი მიზეზი არის საუბრის ღირებულების სიიაფე. VoIP აბონენტებს შორის კავშირის დასამყარებლად საჭიროა ინტერნეტთან წვდომა. როგორც წესი, ამ შემთხვევაში, დაკავშირება უფასოა, თუ არ ჩავთვლით ინტერნეტით მომსახურების საფასურს.

როგორია VoIP -ის ხარისხი?

VoIP ის მეშვეობით მიწოდებული ხმოვანი მომსახურების ხარისხი დამოკიდებულია, როგორც ინტერნეტის სიჩქარეზე, ასევე შეერთების არხის დატვირთვაზე საუბრის მიმდინარეობის პროცესში. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ფართოზოლოვანი მომსახურების პაკეტის სიჩქარე 1 მგბტ/წამზე მეტია, საუბრის ხარისხი ტრადიციულ ფიქსირებულ სატელეფონო კავშირის ხარისხისაგან განსხვავებული არ იქნება.

როგორ მუშაობს VoIP?

VoIP ყველაზე მარტივი სახეობაა ინტერნეტში ჩართული ერთი კომპიუტერიდან მეორე კომპიუტერზე ხმოვანი პაკეტების გადაცემა. ამის მაგალითია ყველასათვის ცნობილი ონლაინში სასაუბრო პროგრამა Skype. კომპიუტერის ალტერნატივად შესაძლებელია გამოყენებული იყოს ე.წ. IP ტელეფონიც, რომელსაც კომპიუტერის, მსგავსად ენიჭება IP მისამართი და ჩართულია ინტერენტში. VoIP სხვა სახეობაა კომპიუტერიდან ჩვეულებრივ ე.წ. სახლის ტელეფონთან დაკავშირება. იმისათვის, რომ ასეთი ტიპის კავშირი განხორციელდეს, საჭიროა ე.წ. „ATA”(ანალოგური ტელეფონის ადაპტერი), რომლის დანიშნულებაა ანალოგური სიგნალის ციფრულში გადაყვანა და ინტერნეტის მეშვეობით გადაგზავნა და მიღება. VoIP პროვაიდერი ადაპტერთან ერთად აბონენტს გამოუყოფს VoIP ნომერსაც, რომლის აკრეფითაც ხდება დაკავშირება VoIP აბონენტთან. VoIP გამოყენება კომერციული საქმაინობისათვის VoIP ტექნოლოგია ოპტიმალურია ბიზნეს სექტორისათვის, თანამშრომლებს შორის შიდა კომუნიკაციების დამყარებისათვის. VoIP ზარების განსახორციელებლად არაა საჭირო სატელეფონო კაბელის ცალკე გაყვანა და ე.წ. შიდა ატეესების დამონტაჟება. გეოგრაფიულად დაშორებული ფილიალები (მათ შორის ქვეყნის გარეთაც) სატელეფონო კავშირს ერთმანეთთან ინტერნეტის მეშვეობით ამყარებენ, მივლინებაში ყოფნისას თანამშრომელს შეუძლია თავისი შიდა ნომრით დაუკავშირდეს კომპანიის VoIP ქსელთან მიერთებულ სხვა თანამშრომლებს. აღნიშნული ტექნოლოგია ასევე შეიძლება წარმატებით იყოს გამოყენებული კონფერეცკავშირებისათვისაც. VoIP-ს უარყოფითი მხარეები VoIP-ით სარგებლობისათვის აუცილებელია ინტერენტთან კავშირი, რომლის გათიშვის შემთხვევაში (ელექტროკვება, გადაუხდელობა) აბონენტი რჩება სატელეფონო კავშირის გარეშეც. როგორც წესი, დღეს აბონენტი VoIP მომსახურებას იყენებს როგორც დამატებითი სერვისის სახეს (ტრადიციულ ტელეფონიასთან ერთად). დღეის მდგომარეობით, ამ მომსახურების გამოყენება ადგილობრივი ზარებისათვის, ტრადიციულ ტელეფონიის საშუალებებთან შედარებით, ნაკლებად კომფორტულია, რადგან თქვენ იძულებული ხართ „იყიდოთ“ ინტერნეტის მომსახურებაც და გადაიხადოთ ტრადიციული ტელეფონის მომსახურების საფასურიც. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოცემული ეტაპისათვის ამ ტექნოლოგიამ სრულად ჩაანაცვლოს თქვენი ტრადიციული ფიქსირებული ტელეფონი ან მობილური ტელეფონი, თუმცა ხარჯების ანალიზის შედეგად, შესაძლოა გამოინახოს ყოველთვიურად გასაწევი ხარჯების ოპტიმიზაციის გზა.

ვებ-გვერდი: analytics.comcom.ge

კატეგორიები