-
მობილური მომსახურებადღეისთვის საქართველოში ოპერირებს 3 მობილური ოპერატორი; მობილური აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის მეორე კვარტალში 5.01 მლნ აბონენტი შეადგინა. 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 5%-ით შემცირდა (295 ათასი აბონენტით), მობილური აბონენტების სიმკვრივემ კი 135% შეადგინა.
-
ფიქსირებული სატელეფონო მომსახურებასაქართველოში ფიქსირებული სატელეფონო კომუნიკაციების აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის მეორე კვარტალში 427 ათასი აბონენტი შეადგინა. 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 25%-ით (145 ათასი აბონენტით) შემცირდა. ფიქსირებული სატელეფონო კომუნიკაციების აბონენტების სიმკვრივემ ქ. თბილისში 64% შეადგინა.
-
ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურება2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ოპტიკურ-ბოჭკოვან მომსახურებას 65 ავტორიზებული პირი ეწეოდა, DSL მომსახურებასაც 8 პირი, WiFi – 111 პირი.,ფიქსირებული ფართოზოლოვანი აბონენტების სიმკვრივემ 83% შეადგინა.
-
მაუწყებლობის ტრანზიტი2020 წლის ივლისში სულ 681 ათასი აბონენტი დაფიქსირდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5%-ით (34 ათასი აბონენტით) მეტია
-
სატელეფონო ნომრების პორტაბელურობამობილური ნომრის პორტაბელურობის მომსახურების დანერგვიდან (2011 წლის 15 თებერვლიდან 2020 წლის 1 იანვრამდე) სულ 755,5ათასი ნომრის პორტირება განხორციელდა. 2011-2019 წლებში პორტირების შედეგად ყველაზე მეტი აბონენტი მაგთიკომმა მიიღო - 355 ათასი, ფიქსირებული ნომრის პორტაბელურობის მომსახურების დანერგვიდან (2011 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე ) სულ 10 849 ნომრის პორტირება განხორციელდა. ყველაზე მეტი პორტირება სილქნეტში მოხდა - 2 550 ნომერი.
-
ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურებასაქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის მეორე კვარტალში, 970,87 ათასი აბონენტი შეადგინა. 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 6,9%-ით (62,83 ათასი აბონენტით) გაიზარდა. ფიქსირებული ფართოზოლოვანი აბონენტების სიმკვრივემ 83% შეადგინა.