მეთოდოლოგია

კომუნიკაციების კომისიამ 2011 წლის 25 მარტს მიიღო გადაწყვეტილება (N144/22), რომლის საფუძველზეც ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირებს დაეკისრათ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების პერიოდული შევსებისა და კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

  1. საქართველო გაწევრიანებულია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო გაერთიანებაში (ITU), რაც მას მთელ რიგ ვალდებულებებს აკისრებს. კომისიამ, როგორც ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო გაერთიანების წევრმა ქვეყანამ, აღნიშნულ ორგანიზაციაში ყოველწლიურად უნდა წარადგინოს განსაზღვრული ინფორმაცია, მათ შორის მონაცემები ქვეყნის ტელესაკომუნიკაციო სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ.
  2. ასევე "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, კონკურენციის წინასწარი რეგულირების უფლებამოსილების უკეთ შესრულების მიზნით, მიზანშეწონილად ჩათვალა ავტორიზებული პირებისა და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში წარმოსადგენი ინფორმაციის დეტალიზაცია და სისტემატიზაცია. აღნიშნული დაზუსტებული მონაცემები, კომისიას საშუალებას მისცემს წინასწარ უკეთ შეაფასოს ბაზრის კონკრეტულ სეგმენტზე არსებული ტენდენციები და საფრთხეები. ზემოხსენებული გადაწყვეტილების შედეგად მოწოდებული და მიღებული ინფორმაციის თავმოყრა ხდება ერთიან ელექტრონულ სტატისტიკურ ბაზაში.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოსადგენ თითოეული სახის ინფორმაციას გააჩნია წარმოდგენის ვადა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ხდება ოპერატორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება, ანგარიშის დამუშავება და გამოქვეყნება პორტალზე analytics.comcom.ge.გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ, კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში მონაცემების შეყვანა ხდება თავად კომპანიების მიერ და ამასთანავე მათ უფლება აქვთ დააზუსტონ საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული გასული პერიოდ(ებ)ის მონაცემები, რამაც მომავალში შესაძლებელია გამოიწვიოს აღნიშნული მონაცემების ცვლილება.
ანალიტიკურ პორტალზე analytics.comcom.ge არსებული ანგარიშების კლასიფიკაცია ეფუძნება წლების მანძილზე სხვადასხვა კომპანიების მიერ წერილობითი ფორმით გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსსა და სიხშირეს.



ტერმინოლოგია

ტერმინიგანმარტება

მობილური კომუნიკაციების აბონენტები

მობილური კომუნიკაციების აბონენტად განიხილება SIM ბარათი, რომლის გამოყენებითაც თვის (კვარტლის,წლის) განმავლობაში ერთხელ მაინც განხორციელდა ან მიღებულ იქნა ხმოვანი ზარი, SMS, MMS, გაწეულ იქნა ინტერნეტით ან სხვა დამატებითი სერვისით მომსახურება, ან დაირიცხა ს

აბონენტები წლის ჭრილში

აბონენტის რაოდენობა წლის ჭრილში ტოლია კონკრეტული წლის ბოლო კვარტლის აბონენტების რაოდენობისა.

შემოსავლები

შემოსავლები მოცემულია დღგ-ს და აქციზის გარეშე.

MOU

MOU (Minutes Of Use) - ითვლება შემდეგნაირად: შესაბამის პერიოდში აბონენტის მიერ ჯამურად ნასაუბრები წუთები (იგულისხმება მხოლოდ გამავალი ზარები) გაყოფილი შესაბამის პერიოდში აბონენტების რაოდენობაზე.

ARPU

ARPU (Average Revenue Per User) - ითვლება შემდეგნაირად: შესაბამის პერიოდში ოპერატორების მიერ მიღებული საცალო შემოსავალი (დღგ-ს და და აქციზის გამოკლებით) გაყოფილი შესაბამის პერიოდში აბონენტების რაოდენობაზე.

სიმკვრივე

სიმკვრივე – ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა გაყოფილი ქვეყანაში შინამეურნეობების(ოჯახების) ან მოსახლების რაოდენობაზე.